თეგი: ირაკლი ხმალაძე

მეცინება, რატომ უწოდეს ორბელიანების მოედანზე საახალწლო სოფელს რუსული სოფელი, ვაკეთებთ ისეთს, როგორიც არის ევროპაში - ხმალაძე

ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ორბელიანების მოედანზე საახალწლო სოფელს რუსული სოფელი, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტი: რუსული სოფელია ჩემს კართან, რაც არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა ამ დაძაბულ პერიოდში ირაკლი ხმალაძის თქმით, ასეთივე საახალწლო სოფლები ეწყობა ევროპაშიც. „ვინ ვის უკითხავს მორალს, არ ვიცი. მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია და ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფლები ევროპაში, ვაკეთებთ ისეთს, როგორიც არის ევროპაში. მე პირადად, რუსეთში არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, იმან შეიძლება, გააკეთოს შეფასება, მე წარმოდგენა არ მაქვს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.  

მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება - ხმალაძე

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. „რაც შეეხება მეტროსადგურ „გოცირიძეს“, მეტრო „გოცირიძე“ უკვე ექსპლუატაციაში მიღების პროცედურაზეა, ექსპერტიზა ამ კვირაში დასრულდება, თუ რაიმე ხარვეზი იქნება გამოასწორებენ და შემდეგ ჩვენ მივიღებთ ექსპლუატაციაში. უკვე დაქირავებულია ექსპერტი, რომელმაც ტექნიკური დავალება უნდა დაწეროს, მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაცია, 10 მეტროსადგურის პროექტირება-მშენებლობაზე, დანარჩენი მეტროსადგურის მხოლოდ პროექტირებაზე. გამოცხადდება ერთიანი ტენდერი და გამარჯვებული კომპანია თანმიმდევრულად განახორციელებს თბილისის მეტროს 10 სადგურის პროექტირება-მშენებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ ერთიანად ვერ შევძლებთ ამ მეტროსადგურების გაჩერებას, ეს რამდენიმე წლიანი იქნება. ჩემი აზრით, თითო სადგურის რეაბილიტაციას საშუალოდ 1 წელი დასჭირდება. თუ ვიტყვით, რომ 1 წელი გავაჩეროთ 2 სადგური, მას 5 წელი დასჭირდება. თუ ვიტყვით, რომ 3 სადგური გავაჩეროთ, შეიძლება დასჭირდეს 3 წელი, ან კიდევ უფრო მეტი“, - აღნიშნავს ხმალაძე.“, - აღნიშნა ხმალაძემ.  

A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება - ხმალაძე

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება. ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი აპრილიდან ამოქმედდება მისი თქმით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას და 1-ელი აპრილიდან ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის მუდმივ ნებართვას. „ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვის ბაზარი. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც იყო ერთწლიანი, გახდება მუდმივი, უვადო. დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა ბაზარზე - ყიდვა, გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სანებართვო ბაზარზე შემოვლენ იურიდიული პირებიც", - განაცხადა ხმალაძემ.